არქივი21 აპრილი, 2024, 11:48
დღეს, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ინგა ჩახვაშვილის რომანის - "მოუყოლელი ამბები" - წარდგენა გაიმართება
დღეს, 19 საათზე ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში "ჩემი გამომცემლობის" ახალი წიგნის, ჟურნალისტ ინგა ჩახვაშვილის რომანის - "მოუყოლელი ამბები" - წარდგენა გაიმართება!
"მოუყოლელი ამბები" არ არის ავტობიოგრაფიული ნაწარმოები და არც მემუარების ჟანრს მიეკუთვნება. ეს არის ერთი გვარის, ერთი ოჯახის დრამატული, ტრაგიკული, საიდუმლოებებით სავსე ცხოვრება, რომელსაც იხსენებს ამ გვარის მოგზაური შთამომავალი თავისი თავდაკარგული მოგზაურობებიბის პარალელურად.
ტექსტში არ ჩანს გვარი, არც სოფლის სახელი, თუმცა ოჯახის ამბავი რეალურია, ტოპონიმებით, ყურძნის ჯიშებით, ღვინის სახეობებით და კულტურული მემკვიდრეობების დასახელებებით ადვილი გამოსაცნობია, სად ხდება გასული საუკუნის 30-40-იან წლებში რომანში მოყოლილი ამბები.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.