დონალდ ტუსკი – პოლონეთში არავის ეპარება ეჭვი, რომ უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ – უკრაინელებო, თქვენ მარტო არ ხართ!

პოლონეთში არავის ეპარება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელია, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ზელენსკისთან შეხვედრაზე პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობები განიხილეს.
„პოლონეთში არავის ეპარება ეჭვი ერთ რამეში: ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რადგან სასწორზე ჩვენი უსაფრთხოება დევ“, – განაცხადა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, ომში მარტო არ არის.
„თქვენ მარტო არ ხართ, ეს ბრძოლა ღირებულებების დასაცავად მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს“, – აღნიშნა ტუსკმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სჯერა პრეზიდენტ ზელენსკის მისიის, რომელიც ევროპასა და უკრაინაში მშვიდობის დამყარებას ითვალისწინებს.
„დღეს მსოფლიოში არ არსებობს ზელენსკიზე უფრო ავტორიტეტული პოლიტიკოსი, რომელიც მშვიდობისთვის იმუშავებდა“, – თქვა ტუსკმა.
დონალდ ტუსკი კიევში დღეს ჩავიდა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, კიევში ჩასულმა ტუსკმა განაცხადა, რომ -პოლონეთის ურთიერთობებში ინტერესთა კონფლიქტია, მაგრამ ეს პრობლემები რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: ილჰამ ალიევის განცხადება, რომ დღეს სატრანზიტო მარშუტი საქართველოზე გადის და ხვალ სომხეთზე გაივლის, ანგრევს ყველაფერს რასაც მივაღწიეთ 90-იან და 2000-იან წლებში, როგორც ქვეყანამ