დმიტრო კულება – ჯოზეფ ბორელის მადლობელი ვარ უკრაინისთვის ხელმისაწვდომი Patriot სისტემების ძიებაში ძალისხმევის გააქტიურების მზაობისთვის

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის მადლობელი ვარ უკრაინისთვის ხელმისაწვდომი Patriot სისტემების ძიებაში ძალისხმევის გააქტიურების მზაობისთვის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ჩვენი შეხვედრის დროს მადლობა გადავუხადე ჯოზეფ ბორელს ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის დამატებითი დახმარების მოძიებაში მისი ძალისხმევებისთვის. მადლობელი ვარ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის მისი მზაობისთვის გაააქტიუროს ძალისხმევები უკრაინისთვის ხელმისაწვდომი Patriot სისტემების ძიებაში”, – წერს კულება.
კულებამ ასევე აღნიშნა, რომ ბორელმა მას ევროკავშირის მხრიდან ში საარტილერიო ჭურვების გადაცემის მიმდინარე მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
“მათი [მიწოდებების] დაჩქარების გზები განვიხილეთ. ასევე განვიხილეთ ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტი, რომელმაც დიდი ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთზე”, – წერს კულება.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტი დღეიდან იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების განხილვას უბრუნდება, რომლის მომზადება მმართველი გუნდის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება