დმიტრო კულება რომის პაპის ინიციატივაზე: ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია, ამით ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება ს ინიციატივას უკრაინისა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობის შესახებ. კულება წერს, რომ არ აპირებს თეთრი დროშის აწევას და ვატიკანს ახსენებს, არ გაიმეორეს წარსულის შეცდომები გაუმართლებელი დაზავებების მოთხოვნით.
“ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც სიკეთესა და ბოროტებას შორის ომში სიკეთის მხარეს დგას, ვინც არ ცდილობს ამ ორი მხარის ერთ სიბრტყეზე დაყენებას “მოლაპარაკება” უწოდოს.
ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია. ეს არის დროშა, რომლითაც ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ. ჩვენ არასოდეს ავწევთ სხვა დროშებს” – წერს უკრაინელი დიპლომატი და მადლობას უხდის რომის პაპს მშვიდობისთვის ლოცვების გამო. ის ასევე იმედს გამოთქვამს, რომ პაპი ფრანცისკე იპოვის დროს და ესტუმრება უკრაინას იქ მცხოვრები კათოლიკების გასამხნევებლად.
რომის პაპის ინიციატივა უკრიანისა და ს მოლაპარაკების შესახებ გაჟღერდა მის ინტერვიუში, რომელიც შვეიცარიის მაუწყებელს მისცა თებერვლის თვეში და რომლის სრული ვერსიაც 20 მარტს გამოქვეყნდება. ანონსად გავრცელებულ ფრაგმენტში ამ ინტერვიუდან რომის პაპი ჟურნალისტის კითხვაზე უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ, ამბობს, რომ უკრიანას “თეთრი დროშის გამბედაობის” გამოჩენა მართებს რუსეთთან მოლაპარაკების დასაწყებად.
ამ ინტერვიუში რომის პაპი უკრაინის კონტექსტში პირველად ხმარობს ტერმინებს “თეთრი დროშა” და “დამარცხება”, იმის მიუხედავად რომ მას უკრაინისა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაზე მას ადრეც გაუკეთებია განცხადება. “თეთრი დროშა” ამ ინტევიუში პირველად ინტერვიუერისგან ისმის პაპისთვის დასმულ კითხვაში.
მოგვიანებით ფრანცისკეს ნათქვამზე კომენტარი გააკეთა ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა მატეო ბრუნიმ:
“პაპს არ უგულისხმია, რომ უკრაინამ კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს. მან მოლაპარაკებებისკენ მიუთითა ორივე მხარეს, რაც კაპიტულაციას არასდროს ნიშნავს”.
უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის სრულად გაათავისუფლებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს. რუსეთისთვის ეს პირობა მიუღებელია.

ასევე დაგაინტერესებთ