დიდი შვიდეულის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ

ომი ახლო აღმოსავლეთში და ირანის თავდასხმა ისრაელზე მთავარი საკითხები იქნება დღეს, 14 აპრილს დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერების შეკრებაზე. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართება და ის იტალიის ინიციატივით გაიმართება.
მთავარი სასაუბრო თემა ირანიდან მომდინარე საფრთხეები და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება იქნება. შეხვედრას წინ უსწრებდა „შურისძიების მოტივით“ ირანის თავდასხმა ისრაელზე.
ირანმა 13-14 აპრილს ისრაელზე იერიშები 300-ზე მეტი დრონითა და რაკეტით მიიტანა, თუმცა ს თავდაცვამ პარტნიორი ქვეყნების, მათ შორი, ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით, რაკეტების 99 პროცენტი გაანადგურა.
ისრაელი ამბობს, რომ ირანი თავდასხმისთვის პასუხს აგებს „როცა ამის დრო მოვა“. ირანი კი აცხადებს, რომ თუ ისრაელი საპასუხო მოქმედებებზე გადავა, ამას ირანის მხრიდან ისრაელზე უფრო მასშტაბური იერიში მოჰყვება.

ასევე დაგაინტერესებთ