დენის შმიგალი ლატვიაში ჩავიდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ლატვიაში ვიზიტით იმყოფება, – ამის შესახებ მან „ტელეგრამ“ არხზე დაწერა.
შმიგალმა განაცხადა, რომ ის უკვე შეხვდა ლატვიის პრემიერ-მინისტრს, ევიკა სილინას.
„შევხვდი პრემიერ-მინისტრ ევიკა სილინას, რათა განგვეხილა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, კერძოდ სამხედრო-ტექნიკური დახმარების საკითხი“, – წერს შმიგალი.
ცნობისთვის, ლატვია სთან გრძელვადიანი მხარდაჭერისა და უსაფრთხოების შეთანხმების გაფორმებას გეგმავს, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ ქვეყანას, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, მთლიანი შიდა პროდუქტის 0.25%-ის ოდენობით დახმარებას გაუწევს.
დენის შმიგალი გუშინ ესტონეთში იმყოფებოდა. მან ს პრეზიდენტ ალარ კარისთან თავდაცვის ერთობლივი საწარმოების შექმნის საკითხები განიხილა.