დეკლარაციის მიხედვით, წულუკიანმა 2023 წელს ხატმწერის მომსახურებაში 6 600 ლარი დახარჯა

ს ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კულტურის მინისტრმა 2023 წელს ხატმწერის მომსახურებით ისარგებლა, რაშიც 6 600 ლარი დახარჯა.
დეკლარაციის თანახმად, წინა წელს წულუკიანმა მინისტრის პოსტზე ანაზღაურების სახით, ჯამში, 72 600 ლარი მიიღო. დოკუმენტში ასახულია მისი ქმრის, ნუგზარ კაკულიას შემოსავალიც, რომლის მიხედვითაც, ს სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პროგრამების დარგში კონსულტანტის პოზიციაზე მისი გასული წლის შემოსავალი 44 154 ლარია.
რაც შეეხება მინისტრის სხვა ხარჯებს, რომელიც დეკლარაციაში აისახა, ასეთია:
· ახლო ნათესავის მიერ მის სასარგებლოდ აღებული საბანკო სესხის დაფარვა – 30700;
· ახლო ნათესავის ვალების გასტუმრებაში მონაწილეობის ხარჯი – 20 000 ლარი;
· ოჯახის წევრის საზღვარგარეთ მგზავრობებისა და ყოფნის ხარჯი – 20 600;
· სწავლის გადასახადი – 14 635.
წულუკიანის ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის პერიოდს მოიცავს.