დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ნაწილი ჩაირთო

დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ნაწილი ჩაირთო. დაბა ხარაგაულსა და მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია მიეწოდება.
ენერგომომარაგება აღუდგა წალენჯიხის და ჩხოროწყუს რაიონულ ცენტრებსაც. “ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ტექნიკური სამსახური კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს დასავლეთ საქართველოს ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ყინვამ ინფრასტრუქტურა დააზიანა.
კომპანიის ცნობითვე, სტიქიამ “ენერგო-პრო ჯორჯიას“ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა და იმის მიუხედავად, რომ ტექნიკურ სამსახურს დიდთოვლობის გამო გადაადგილება უჭირს, აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე