არქივი28 თებერვალი, 2025, 20:52
,,დამირეკეს პოლიციიდან, მამათქვენის სახელზე სამი გადაუფორმებელი იარაღი ფიქსირდებაო… მამაჩემი 2002 წელს გარდაიცვალა” – ქეთი თუთბერიძე

ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,SOS!!!
ახლა დამირეკეს ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან, მითხრეს, რომ მამათქვენის სახელზე ფიქსირდება სამი გადაუფორმებელი ცეცხლსასროლი იარაღი და თქვენ ხომ არ გაქვთ სახლშიო. მამაჩემი 2002 წელს გარდაიცვალა ტრომბოემბოლიით, 46 წლის ასაკში. რა იარაღებზეა საუბარი წარმოდგენა არ მაქვს, თან სამ იარაღზეა საუბარი, რომელიც არც თვალით მინახავს და არც ვიცი თუ არსებობს ბუნებაში. რატომ დამირეკეს მე და არა ოჯახის სხვა წევრს, მგონი რთული მისახვედრი არ უნდა იყოს.“
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.