დათო ტურაშვილი: არაფერი ისე არ ადებილებს და აშტერებს ხელისუფლებას, როგორც ქება და მლიქვნელობა და პირიქით, სულ უნდა ვაკტირიკოთ

“კარგი მოქალაქე ნიშნავს იმას, ვინც კრიტიკულად უყურებს თავის ხელისუფლებას. არაფერი ისე არ ადებილებს და აშტერებს ხელისუფლებას, როგორც ქება და მლიქვნელობა და პირიქით, სულ უნდა ვაკტირიკოთ.

ჩვენ ხომ უკვე გამოვიარეთ – პოსტსაბჭოთა საქართველოში ერთი კონკრეტული პარტიისთვის არ შეიძლება აბსოლუტური ძალაუფლების მინიჭება. ვერ უძლებენ. მე ხალხი მახსოვს ოპოზიციაში იდეებისთვის რომ კვდებოდნენ და ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, იმ იდეების წინააღმდეგ იბრძოდნენ. ჩვენ ხომ უნიკალური პოლიფონიის  ქვეყანა ვართ. ჩვენ ვართ რუსთაველის ქვეყანა “გვაქვს უთვალავი ფერითა” და რატომ უნდა იყოს ამ ქვეყნის ბედი ერთ პარტიაზე დამოკიდებული, როცა ყველას ერთი და იგივე ემართება – იწყებენ მშვენივრად და მერე როგორც ამთავრებენ კი ვხედავთ. თანამედროვე სახელმწიფო ნიშნავს ურთიერთკონტროლს, ბალანსსა და გადანაწილებას. ეს თუ იქნება, რასაკვირველია, წინ წავალთ ყველა ვარიანტში. ეს ხომ ძალიან მარტივია. სხვა ყველა მცდელობა ფუჭია.

ევროპა ნუ გგონიათ, რომ ახლა მოიგონეს – მეორე საუკუნეში, 1044 წელს ჩავიდა ფარსმან ქველი, ფარსმან მეორე, ჩვენი მეფე და რომში დაუდგეს ძეგლი.  მედეა კოლხი 3 ათასი წლის ამბავია ევროპელზე რომ გათხოვდა. ჩვენი მოგონილია ევროპა. ამას ვერაფერი ვერ მოგვწყვეტს და ვერაფერი ვერ დაგვაშორებს. ჩვენი მოგონილია ეს ღირებულებები, ახლა კი არ შემოგვტენეს ევროპელობა.

რისი გეშინიათ, ხალხო, არაფერი საშიში არ არის. რუსული პროპაგანდაა – ჩვენ კი, საშინელი ხალხი ვართ, დაგარბიეთ, დაგიპყარით, 200 წელი გხოცავდით, მაგრამ   ევროპაც ხომ ცუდია. ჩვენ დასავლეთის გარდა, ახლ მოკავშირე არავინ გვყავს, ეს არის მარტივი. ხშირად მეუბნებიან, დამპყრობელია, თურქეთი არ არის? დიახ, ოსმალეთის იმპერია იყო დამპყრობელი, დიახ, ბევრი ბრძოლა გვქონდა, დიახ, ბევრი უბედურება მოგვიტანა. 1923 წლის მერე, რაც შეიქმნა თურქეთის რესპუბლიკა, არც ერთ თურქ ჯარისკაცს არც ერთი ქართველი ჯარისკაცი არ მოუკლავს და არც ერთი ხელშეკრულება არ დაურღვევია საქართველოსთან დადებული. რუსეთმა ერთ საუკუნეში ორჯერ დაარღვია – 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება და მერე უკვე 1991 წლის აღდგენის შემდეგ თვითონ რომ ცნო საქართველო, ის საზღვრები დაგვირღვია და ახლაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 21 პროცენტი. რა არის გაუგებარი? დამპყრობელი არის რუსეთი, დაგვიპყრობს ამერიკა? ამერიკას ვებრძოლოთ. დაგვიპყრობს იაპონია? ვებრძოლოთ იაპონიას. დამპყრობელი არის ყველა ცუდი. რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. ახლა დამპყრობელი არის რუსეთი, იბრძოლეთ დეოკუპაციისთვის და არ გქონდეთ ილუზიები, რომ თუ კარგად მოიქცევით , რუსეთს არ გააღიზიანებთ და არ დაგვბომბავს. ყველა ვარიანტში დაგვბომბავს. დასავლეთი სულ გვეუბნება, ოღორდ ომი არ გინდათ. 2008-შიც ამას გვეუბნებოდა. თუ ოპოზიციას ომი უნდა, ის სახელმწიფო და ქვეყანა ხომ ვერ იომებს ხელისუფლების გარეშე? თუ ხელისუფლებას არ უნდა ომი, ომი არ იქნება. დავიღალე ამ ტყუილებში. თქვით სიმართლე. სიმართლე ყველაფერს მირჩევნია. “

ასევე დაგაინტერესებთ