ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დათო გორგილაძე: ეს პოსტი ჩვენთვის არ არის, ქართული ოცნების ბრმად მორწმუნებისთვისაა

დათო გორგილაძე: ეს პოსტი ჩვენთვის არ არის, ქართული ოცნების ბრმად მორწმუნებისთვისაა
ჟურნალისტი დათო გორგილაძე:
გიორგი ახობაძე რომ უდანაშაულო იყო, ეს ისედაც ვიცოდით.
შეუძლებელია პურზე გადასასმელი ტვინი გქონდეს და დაიჯერო, რომ სისტემასთან შუბლით შეჯახებული ადამიანი ჯიბეში ნარკოტიკით მოძრაობს.
ეს პოსტი ჩვენთვის არ არის, ქართული ოცნების ბრმად მორწმუნებისთვისაა:
თქვენივე სასამართლომ თქვა (თქვა, ათქმევინეს, ასე სჭირდებოდათ, მოსამართლეს გონება გაუნათდა… არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში) უდანაშაულოაო.
თუ გიორგი უდანაშაულოა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ამ
საქმეს სხვა დამნაშავე ჰყავს - პოლიციელი, ვინც ნარკოტიკი ჩაუდო (მტკიცებულებების არქონა რომ აბსურდია თავადაც მიხვდებით. მართლა რომ ჰქონოდა რაიმე ჯიბეში, 10 კამერით და ყველა რაკურსით გადაიღებდნენ).
ჰოდა, რას ფიქრობთ ამაზე?
ჩამდებების, ცრუ მოწმეების, საქმის შემკერავების დასჯას არ მოითხოვთ?
ისე მაინც, ცალყბად.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.