დავით მათიკაშვილი „ევრონესტის“ ასამბლეაზე რეზოლუციის ინიცირების ჩავარდნაზე – მოხდა აბსოლუტურად სამარცხვინო ფაქტი, იმდენად სამარცხვინო, რომ ამ სირცხვილს ოპოზიცია ვერ ჩამოირეცხავს

მოხდა აბსოლუტურად სამარცხვინო ფაქტი. იმდენად სამარცხვინო, რომ ამ სირცხვილს ოპოზიცია ვერ ჩამოირეცხავს, ეს ფაქტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ “ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ დელეგაციის მიერ რეზოლუციის პროექტის ინიცირება ვერ მოხერხდა.
მათიკაშვილის თქმით, საქართველოს დელეგაციის აბსოლუტურად ყველა ოპოზიციონერ წევრს ჰქონდა იმის შესახებ ინფორმაცია, რომ რეგისტრირდებოდა რეზოლუცია.
“რეზოლუციის ტექსტი იყო ატვირთული, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველას, მათ შორის ქართული დელეგაციის ოპოზიციურ ფლანგს ჰქონდა წვდომა რეზოლუციის ტექსტთან და სრულიად სამარცხვინოდ, საკუთარი ქვეყნისადმი მტრულად განწყობით და არა საკუთარი ქვეყნის, არამედ უცხო ქვეყნის, ქვეყნების გათვალისწინებით, ამ ადამიანებმა რეზოლუციას, სადაც ქვეყნის ოკუპაციაზე, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის და ქვეყნის ევროინტეგრაციაზე იყო საუბარი, ხელი არ მოაწერეს და არ მისცეს საშუალება, რომ ეს დოკუმენტი სათანადო წესით დარეგისტრირებულიყო და შემდეგ გასულიყო კენჭსაყრელ საკითხებში”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციისა და ქართული ოპოზიციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუცია ვერ დაინიცირდა.
როგორც ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, რეზოლუციის ტექსტს მხარს მხოლოდ მოლდოვის დელეგაცია უჭერდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …