დავით ზურაბიშვილი: წავა თუ არა ბიძინა არჩევნებით?

სხვადასხვა ვარიაციით ხშირად შემხვედრია მოსაზრებარომ ბიძინა არჩევნებით არ წავაძალაუფლებას არ დათმობს და ა.., რის თაობაზეც  მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა.

ცოტა შორიდან დავიწყებკერძოდიმ ტრივიალური აზრითრომ ხელისუფლების სათავეში მყოფი მმართველები თავიანთი ნებით არასდროს თმობენ ძალაუფლებასერთი დიოკლეტიანეა გამონაკლისიიმპერატორის ტახტიდან პირდაპირ ბოსტანში რომ წავიდა კომბოსტოების მოსაყვანად საკუთარი ინიციატივით და იქიდან ცოცხალი თავით ვეღარ დააბრუნეს უკანსხვა პრეცედენტი არ მაგონდებაბრძენად წოდებული მეფე სოლომონიც კირომელიც ამბობდაყველანაირი ამქვეყნიური ძალაუფლება ამაოება ამაოთა არისოამის გამო ტახტიდან არ გადამდგარაყველა ხელისუფალი ცდილობს, დარჩეს ხელისუფლებაშიიქნება ეს ავტორიტარი მმართველი თუ დემოკრატიგანსხვავება, ამ მხრივ, არის მხოლოდ მეთოდებშიდემოკრატი მმართველი ემორჩილება კანონს და ცნობს სამართლიანი არჩევნების შედეგებსდიქტატორები და ტირანები კი არჩევნებს საერთოდ თუ ატარებენმხოლოდ ფორმალურად და რაც მოესურვებათ, იმ შედეგებს წერენ.

რაც შეეხება ეჰიბრიდულ რეჟიმებს (და საქართველოც სწორედ ასეთიალაგ დემოკრატიული და ალაგ ავტორიტარული ტიპის სახელმწიფოა დღესდღეობით)  მმართველი ძალა არჩევნებს კი ატარებსმაგრამ ოპონენტებზე  ყოველმხრივი ზეწოლის ფონზე და ფინანსურადმინისტრაციულ რესურსების სერიოზული მობილიზებითრამაც საბოლოო ჯამში მისი გამარჯვება უნდა უზრუნველყოსამგვარ რეჟიმებში ხელისუფლებას არჩევნების დროს სერიოზული ფორა აქვსმაგრამ ეს მაინც ფორაა და არა გარანტირებული გამარჯვებაეს მაინც არჩევნებია და არა  ქვითრის გამოწერა.

აქედან გამომდინარეამგვარი ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა ძნელიამაგრამ არა შეუძლებელიროდესაც მავანნი სერიოზულად კითხულობენრა აზრი აქვს არჩევნებს ბიძინას თამაშის წესებითო და ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში შესვლას უკადრისობენაქაოდა წინასწარ ვიცითრომ არ აპირებენ არაფრის დათმობასოეს დაახლოებით იგივეარა აზრი აქვს ფეხბურთის მატჩში მონაწილეობასთუ მოწინააღმდეგე გუნდი წაგებას არ აპირებსორომ იკითხო.

არადა აქ ს მიზნები და სურვილები საერთოდ არაა მნიშვნელოვანიგასაგებია, მას რაც უნდა და მის ადგილას იგივე ენდომებოდა ყველა ავტორიტარ მმართველს – ძალაუფლების შენარჩუნებაუფრო მეტიცარაავტორიტარ და დემოკრატ მმართველსაც იგივე ენდომებოდაოღონდ უფრო ლეგიტიმური და არაძალადობრივი მეთოდებით.

კიდევ გავიმეორებარცერთი მმართველი თავისი ნებით არ თმობს ძალაუფლებასმით უმეტეს თუ ის ავტორიტარი მმართველიაიმ ჭკუაზეა ახლა ბიძინა ივანიშვილიოპოზიციას ეახლოს თავზე ნაცარწაყრილი და კისერზე ჩამოკიდებული იატაგანითრასაკვირველია, ის იბრძოლებს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და შეეცდება, არაფერი ისეთი არ დათმოსრაც მის ძალაუფლებას შეარყევსაბა, როგორ გინდათ?

თუკი დემოკრატი მმართველი არჩევნებში დამარცხების შესაძლებლობას იმთავითვე უშვებსჰიბრიდულ რეჟიმებში მმართველი ძალა არჩევნების წინ მარცხის ალბათობას სერიოზულად არც განიხილავსთუმცა ეს არანაირად არ ნიშნავსრომ საქმე საქმეზე თუ მიდგაის არ წავაავტორიტარი მმართველიც თმობს ძალაუფლებას და არა აუცილებლად რევოლუციის მეშვეობითავტორიტარი თმობს ნაკლები ბოროტების პრინციპით.

არჩევნებში მარცხის შედეგად ხელისუფლებას აქვს არჩევანიან აღიაროს მარცხი და წავიდესან არ აღიაროსგააყალბოს შედეგები და შეეცადოს, ჩაახშოს მოსალოდნელი პროტესტიამ დროს, ბუნებრივია, ის ირჩევს იმ გზასრომელიც, მისი აზრით, ნაკლებად დააზარალებსკონკრეტულად რომელ გზას მიიჩნევს მმართველი ასეთადეს წინასწარ არავინ იცის  და მათ შორის არც თავად მმართველმათუმცა არცთუ იშვიათია შემთხვევაროდესაც მარცხის აღიარება უფრო ნაკლებად წამგებიანიავიდრე გაყალბებაში გაჯიუტება,

მცირე ისტორიული ექსკურსი

საქართველოს ისტორიაში ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ სულ ორჯერ შეიცვალა ხელისუფლება, 2003 და 2012 წელსაქედან ერთხელ რევოლუციით და მასობრივი პროტესტით და მეორედარჩევნებითთუმცაარც ერთ და არც მეორე შემთხვევაში ხელისუფლება არ იყო წინასწარ მარცხს შეგუებული. 

2003 წლის ნოემბერში ხელისუფლებამ უარი თქვა გაყალბებული არჩევნების შედეგების კორექტირებაზე (სწორედ ამას მოითხოვდამაგალითად მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილის ლიდერობით და არა ხელახალ არჩევნებს). რასაც მოჰყვა საპროტესტო აქციებიპარლამენტის შენობაში შეჭრა და იმ პლენარული სხდომის ჩაშლარომელსაც ახალი შემადგენლობის პარლამენტი უნდა დაემტკიცებინამაგრამ შევარდნაძე ამის მერეც არ თმობდამან საგანგებო მდგომარეობაც კი გამოაცხადა და მხოლოდ მაშინ გადადგაროცა თვალნათლივ დაინახარომ, ერთი მხრივ, მას უკვე თავისივე ძალოვანი სტრუქტურებიც არ ემორჩილებოდნენ და აქციის მონაწილეთა დაშლის მცდელობა აუცილებლად გადაიზრდებოდა  სერიოზულ შეტაკებაშიმეორე მხრივ კი, მან ვერც დასავლეთისგან მოიპოვა მხარდაჭერა და ვერც სგანსწორედ ამ მძიმე ვითარებაში მიიღო შევარდნაძემ რაციონალური გადაწყვეტილება და  ხალხთან დაპირისპირებას არჩია გადადგომა და პიროვნული უსაფრთხოების დაბევება საერთაშორისო შუამავლობით.

ანალოგიური სიტუაცია იყო 2012 წლის ოქტომბერშიროდესაც ასევე  არ ელოდა მარცხს (რამდენადაც ვიციწინასწარ ბანკეტიც  კი ჰქონდათ შეკვეთილი გამარჯვების აღსანიშნავად), მაგრამ, როდესაც დადგა ფაქტის წინაშე და დაინახარომ,  თუ მაინც გამარჯვებულად გამოაცხადებდა  თავსერთი მხრივ, ვერ ასცდებოდა  მასშტაბურ პროტესტს და მეორე მხრივ, მის გამარჯვებას დასავლეთიც არ ცნობდა ლეგიტიმურად (ამის შესახებ მას საკმაოდ არაორაზროვნად განუცხადეს არჩევნებისთვის თბილისში საგანგებოდ ჩამოსულმა ამერიკელმა კონგრესმენებმა), ასევე რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო და დამარცხება აღიარა.

შევარდნაძე და სააკაშვილი ძალიან განსხვავებული ტიპის მმართველები იყვნენმაგრამ ამ შემთხვევაში ორივეს მოქმედების ლოგიკა იყო ზუსტად ერთნაირიმათ ორი წამგებიანი ვარიანტიდან (ან მასობრივი პროტესტი პლუს საერთაშორისო ზეწოლა ან მარცხის აღიარებააირჩიეს ნაკლებად წამგებიანიეს ბუნებრივიცაარადგან საქართველოში ვერცერთი მმართველი ვერ გაუძლებს ორმხრივ წნეხსშიდა პროტესტისა და გარე ზეწოლის კომბინაციასაქ ორივე კომპონენტი თანაბრად მნიშვნელოვანიარადგან, როგორც ისტორიული გამოცდილებს ცხადყოფსმარტო უცხოეთიდან ზეწოლა ან მარტო ხალხის პროტესტი შეიძლება საკმარისი არგუმენტი არ აღმოჩნდეს.

1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ხალხის უმრავლესობა დამხობილ პრეზიდენტს უჭერდა მხარს და საპროტესტო აქციებსაც მართავდამაგრამ რამდენადაც გამსახურდია დასავლეთში დიდად არ ეხატებოდათ გულზეხელისუფლება არ შეცვლილა, ხალხის პროტესტი კი ძალისმიერი მეთოდებით ჩაახშვეს.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსროდესაც სააკაშვილმა პირველივე ტურში, ფაქტობრივად, მიიწერა გამარჯვება ასევე ძალიან მასშტაბური პროტესტი მოჰყვამაგრამ მაშინ დასავლეთში ვარდების რევოლუციის ხელისუფლება ჯერ კიდევ უალტერნატივოდ მიიჩნეოდა და სააკაშვილის მიმართ ზეწოლა ძირითადად იმაში გამოიხატარომ აღიარებისა და ლეგიტიმაციის სანაცვლოდ მისგან დემოკრატიული რეფორმების დაპირება მიიღეს (რაცსხვათა შორის, საქართველოს პრეზიდენტმა არ შეასრულა და ამიტომაც 2012-ში უკვე აღარ ჰქონდა დასავლეთისგან მხარდაჭერა). პროტესტის ტალღა კი თანდათანობით ჩაცხრა.

იყო საპირისპირო ტიპის შემთხვევებიცროდესაც  საქართველოს ხელისუფლება დასავლეთიდან კი  განიცდიდა ზეწოლასმაგრამ მას თან არ ახლდა თავად ქართული საზოგადოების პროტესტირის გამოც შედეგი არ დადგამაგალითად, 2010 წლისთვის დასავლეთი კატეგორიულად მოითხოვდა სააკაშვილისგან, ოპოზიციასთან შეთანხმებით მიეღო ახალი საარჩევნო კანონიოპოზიციარომელიც წარმოდგენილი იყო რვა პარტიის საერთო პოზიციით (რვიანი) მოითხოვდა პროპორციულ სისტემასრაზედაც ხელისუფლება არაფრის დიდებით არ სთანხმდებოდამაგრამ რამდენადაც ამ ზეწოლას დიდი სახალხო გამოსვლები არ მოჰყოლიახელისუფლებამ მოახერხა ოპოზიციური ერთობის დარღვევა და დასავლეთის ზეწოლის განეიტრალება.

ორმხრივი წნეხიროგორც გამარჯვების წინაპირობა

მოკლედისტორიული გამოცდილება გვეუბნებარომ ხელისუფლების უკან დახევისთვის მხოლოდ ხალხის პროტესტი ან მხოლოდ საგარეო ზეწოლა შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდესმაგრამ როდესაც ეს ორი ფაქტორი თანხვედრაშიაანუ შიდა პროტესტიც არის და გარე ზეწოლაცამას ვერცერთი ხელისუფლება ვერ უძლებს და აუცილებლად უკან იხევს.

ამის დადასტურება  ივანიშვილის მმართველობის პირობებში იყო გასული წლის მარტიროდესაც ერუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარეობდა მასობრივი საპროტესტო აქციები და იმავდროულად სრულიად დასავლეთიც ერთმნიშვნელოვნად აცხადებდარომ კანონის მიღება საქართველოს დააშორებდა ევროინტეგრაციის პროცესსშედეგადხელისუფლებამ დათმო და უკვე პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი უკან გაიწვიაორმხრივმა წნეხმა კვლავ ეფექტიანად იმუშავა.

ცხადიაასპროცენტიანი გარანტიით შეუძლებელია იწინასწარმეტყველოთუ როგორ მოიქცევა ივანიშვილი არჩევნების წაგების შემთხვევაშიმაგრამ, თუ გავითვალისწინებთრომ მისთვის უცხო არ არის ტაქტიკური კომპრომისები (განსხვავებითვთქვათმიხეილ სააკაშვილისგანრომელიც პრინციპულად არ უთმობდა ოპოზიციას არაფერს და 2007 წლის 7 ნოემბრის მერე რომ გადადგომა მოუწიაისიც ისე გამოაცხადაგადავდექიო არც უთქვამს.). ეს ეხება არა მარტო აგენტების შესახებ კანონსივანიშვილმა ასევე უკან დაიხია გავრილოვის ღამის შემდეგუარი თქვა მარიხუანის პლანტაციებზემოუწია გვარამიას და მელიას გამოშვება ციხიდან და ა.

რასაკვირველიაყველანაირი კომპრომისი ივანიშვილისთვის ტაქტიკური ხასიათის იყო და ავტორიტარული სტილის მმართველისთვის ეს ბუნებრივიცაა,  მაგრამ აქ მთავარი სხვააიმაზეთუ როგორ მოიქცევა ესა თუ ის მმართველი მისთვის კრიტიკულ სიტუაციაში, მართებულია, ვიმსჯელოთ იმის მიხედვითთუ როგორ იქცეოდა ის მსგავს სიტუაციებში ადრეაქედან გამომდინარეთუ 2024 წლის არჩევნებში ხელისუფლება ვერ მოიპოვებს მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მანდატების რაოდენობასივანიშვილი, სავარაუდოდ, უფრო შეეცდება სხვა პარტიებიდან დეპუტატების გადაბირებას და ყიდვასვიდრე მაგიდის აყირავებას და შედეგების ხელახლა გადაწერასგავითვალისწინოთ ისიცრომ დასავლეთის დაინტერესება ამ არჩევნებით ში ომის ფონზე ისე დიდიაროგორც არასდროსბიძინა ივანიშვილმა შეუძლებელია არ იცოდესრომ არჩევნების გაყალბებას მას არც დასავლეთი აპატიებს და არც ქართველი ხალხი მოითმენსორმხრივ წნეხსკი როგორც ზემოთ აღვნიშნესაქართველოში ვერცერთი ხელისუფლება ვერ უძლებს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეპირადად მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარრომ თუ „ქართული ოცნება“ დამარცხდება არჩევნებში (რაც პროპორციული სისტემის პირობებში ცოტა სხვა რამეაკერძოდაქ შეიძლება პირველ ადგილზე გახვიდე და წააგო), ბიძინა ივანიშვილი აღიარებს ამ მარცხს და შეეცდება, უკვე ახალ მოცემულობიდან მიიღოს მაქსიმალური სარგებელი.

ოღონდ დამარცხდება კისაკითხავი აიეს არის.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …