დავით ზურაბიშვილი: რასაც ეს დგებუაძე კადრულობს მზია ამაღლობელის პროცესზე, არ ვიცი რაში წერია, რა ღირებულებებში და რა გაგებაში…

“რასაც ეს დგებუაძე კადრულობს მზია ამაღლობელის პროცესზე, არ ვიცი რაში წერია, რა ღირებულებებში და რა გაგებაში: სახელმწიფოებრივში, მოქალაქეობრივში, კაცურში, ქურდულში, კაიბიჭურში, ბანდიტურში, მაფიოზურში, ძაღლურში, ბოზურში თუ რა ვიცი რაში. ყველაფრიდან ამოვარდნილი და აცდენილია და მორალური დაცემის და ადამიანის გასაზიზღრების რაღაც ახალი სიმაღლეა. ჯერ არნახული და არგაგონილი. ასე როგორ უნდა გაინადგურო ახალგაზრდა ადამიანმა თავი, არ მესმის.
თან ზემოდან ჩამოწოდებულ მესიჯს რომ აჟღერებს, მოინანიოს და გამოვშვებთო. აი, ფუი მართლა რა, ამაზრზენია სრულიად.
და ეს ხომ არის და ამას ვინც ამართლებს და აპრავებს, ის რა დონის არარაობაა და რა ფეკალიების მორევშია ჩამხრჩვალი, წარმოდგენაც მიჭირს.
მე მაპატიეთ, მაგრამ რომ იტყვიან, ამომასხა,” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს