დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა უამრავი გამოწვევის წინაშეა, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, პოლიტიკა, მედიცინა, სოფლის, მეურნეობა თუ მეცნიერება თანამედროვე, დასავლური განათლების მნიშვნელობა ფასდაუდებელი ხდება. იმ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და საქართველოში გადმოტანა, რაც თანამედროვე მსოფლიოში ასე უხვად არის დაგროვილი, არათუ ჩვენ, საზოგადოებას წაგვწევს წინ, არამედ ეტაპობრივად თავად ჩვენს ქვეყანას აქცევს ნოვაციების კერად, ადგილად სადაც ასეთი ცოდნა იქმნება და იხვეწება. ჩვენ პერიოდულად გთავაზობთ ხოლმე ისტორიებს იმ ადამიანებზე, რომლებიც სხვადასხვა ამერიკული გაცვლითი პროგრამების ბენეფიციარები იყვნენ, და ერთად ვეცნობით იმას, თუ რა და როგორ შეიცვალა მათ ცხოვრებაში ამერიკაში გატარებული წლების შემდეგ. რუბრიკის დღევანდელი სტუმარი გამოცდილი მენეჯმენტ კონსულტანტია, რომელსაც მართალია კარგად იცნობთ ეკრანიდან, მაგრამ საჯარო ინტერვიუებს ძალიან იშვიათ თანხმდება ხოლმე. მაშ ასე, ადამიანების მენეჯმენტ ტრენერი – დავით გოგიჩაიშვილი.
ავტორი: გვანცა სუთიძე.