დავით ბერძენიშვილი – მთლად ისე არ არის, რომ ვაშინგტონისა და ბრიუსელის არ ეშინიათ, მაგრამ თამაში მიდის – პაპუაშვილს გერმანელებმა ასწავლეს, ჩააცვეს, დაახურეს, აცხოვრეს და მაინცდამაინც, მათ მიადგა

4 ნომერს (პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“) და „ლელოს“ საშუალება ექნებათ, „ნაციონალური მოძრაობას“ კი არ წაართვან თანამშრომელი, არამედ სხვა ოპოზიციონერი ამომრჩეველი მოიყვანონ არჩევნებზე, იმ შემთხვევაში, თუ ისინი „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებულ გზას აირჩევენ , – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
მისივე თქმით, პატარა პარტიები, რომლებსაც ახალა ბარიერის გადალახვის საშუალება არ აქვთ, გამოკვეთილ ოპოზიციურ ცენტრებთან უნდა გაერთიანდნენ.
„ოპოზიციურ უმრავლესობაში გადავდივართ ის ხალხი, რომლებმაც თვეების წინ დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ პატარა პარტიები უნდა გაერთიანებულიყვნენ. ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც 5 პროცენტს ვერ გადალახავს, ხელისუფლების სატელიტი კი არ არის, პირიქით, ნამდვილი ოპოზიციური პარტიებია, მაგრამ რადგან მათ ახლა საკმარისი ძალა არ აქვთ, უნდა გაერთიანდნენ გამოკვეთილ ოპოზიციურ ცენტრებთან.
400 000 ადამიანია იმ ამომრჩევლების რაოდენობა, რომლებიც მკვეთი ოპოზიციონერები არიან, მაგრამ ხუთ ნომერს არავითარ შემთხვევაში არ შემოხაზავენ. 4 ნომერს (პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“) და „ლელოს“ საშუალება ექნებათ, „ნაციონალური მოძრაობას“ კი არ წაართვან, არამედ სხვა ოპოზიციონერი ამომრჩეველი მოიყვანონ არჩევნებზე, იმ შემთხვევაში, თუ ისინი „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებულ გზას აირჩევენ.
ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს, ეს არ ვიცი, ამას დრო გვიჩვენებს. „რესპუბლიკური პარტია“ ეცდება, რომ რომელიმე ოპოზიციურ პლატფორმაში იყოს, მისი მოკრძალებული პრეტენზიებით. ჩვენ არ ვბაქიბუქობთ. ბევრი კვლევა ჩატარდა, სადაც კარგად ჩანს, რომ ბევრი ხმა კი არ გვაქვს, დაახლოებით 0,3% გვაქვს, ასეა „გირჩიც“, „ლეიბორისტებიც“ და ბევრი სხვა. როცა, 1%-ზე ნაკლები გაქვს, ბარიერის გადალახვაზე პრეტენზია ვერ გექნება. ვისურვებდი, ზაფხულისთვის პატარა პარტიების ერთი დიდი გაერთიანება მიგვეღო. ან 4 ნომერი, ან 9 ნომერი ბევრი პატარა პარტიის გაერთიანება რომ იყოს, მათ დიდი შანსი ექნებათ, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა იყვნენ“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
გარდა ამისა, „რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერმა ხელისუფლების დღევანდელ პოზიციებსა და მათ მიერ ინიციირებულ ცვლილებებზეც ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ძირითადად დასავლურ ფონდებს „ლანძღავს“ და ეს მაშინ, როცა თავად მას „გერმანელებმა ასწავლეს, ჩააცვეს, დაახურეს, აცხოვრეს და ახლა, მაინცდამაინც, მათ მიადგება“.
„ლგბტ თემის წინააღმდეგ წასვლა მაინცდამაინც არ გამოუვიდათ. კანონი ჯერ არ არსებობს და სამთავრობო მედიების წარმომადგენლები სულ კანონზე სვამენ კითხვებს. მთლად ისე არ არის, რომ ვაშინგტონისა და ბრიუსელის სულ არ ეშინიათ, მაგრამ ეს თამაში მიდის. პაპუაშვილი ძირითადად ფონდებს და დასავლეთს ლანძღავს. გერმანელებმა ასწავლეს, ჩააცვეს, დაახურეს, აცხოვრეს და ახლა, მაინცდამაინც, მათ მიადგა“, – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა გადაცემაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …