დავით არახამია საქართველოს ხელისუფლებას – გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი, შეწყვიტეთ პირდაპირი ფრენები რუსეთთან – მაშინ ურთიერთობების ნორმალიზაცია მარტივად მოხდება

სთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის, საქართველომ უნდა შეწყვიტოს ავიამიმოსვლა რუსეთთან და გაათავისუფლოს , – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი აცხადებს.
როგორც არახამია ამბობს, საქართველოს პრორუსი ხელისუფლება „ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით“ გარკვეულ მოთხოვნებს აყენებს ჩვენი მოქალაქეების ექსტრადირებასთან დაკავშირებით.
„თუ ჩვენ ნამდვილად ვსაუბრობთ “ნორმალიზაციაზე”, მაშინ ამის გეგმა არსებობს: გაათავისუფლეთ ციხიდან და დააბრუნეთ ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, შეწყვიტეთ პირდაპირი ფრენები ს ფედერაციასთან, რასაც თავად ქართველი ხალხი ითხოვს, შეწყვიტეთ აგრესორის დახმარება სანქციებისგან თავის არიდებაში – მაშინ ურთიერთობების ნორმალიზაცია მარტივად მოხდება”, – წერს არახამია „ტელეგრამ“ არხზე.

ასევე დაგაინტერესებთ