გულწრფელად ვუსამძიმრებ ბატონი ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას

გულწრფელად ვუსამძიმრებ ბატონი ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ცნობილი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი კომპოზიტორის – ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო. ბატონი ვაჟას მრავალმხრივმა შემოქმედებამ, მაღალი პროფესიონალიზმითა და განუმეორებელი ხელწერით გამორჩეულმა სიმფონიურმა, საესტრადო თუ კამერულმა მუსიკამ მსმენელთა არაერთი თაობის სიყვარული დაიმსახურა და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქართულ მუსიკალურ საგანძურში.
გულწრფელად ვუსამძიმრებ ბატონი ვაჟას ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას“, – აღნიშნულია წერილში.
ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ