ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„გუდრონი არ არის, იტალიური მასალაა“ - ძველი აბანოს სახურავის გამო გამოძიება დაიწყო

„გუდრონი არ არის, იტალიური მასალაა“ - ძველი აბანოს სახურავის გამო გამოძიება დაიწყო

აბანოთუბანში, ძველი აბანოების სახურავზე ჩატარებული სამუშაოების გამო თბილისის მერია პასუხისმგებლობას იხსნის - სამუშაოები ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა, აცხადებენ მერიაში. მუნიციპალურმა ინსპექციამ კი გამოძიება დაიწყო.

„სამეფო აბანოს“ შავი სახურავის ფოტო ინტერნეტით 19 აგვისტოს გავრცელდა - ხალხი აღშფოთდა. ფოტო ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ საუკუნოვანი ძეგლი გუდრონით იყო დაფარული.

„გუდრონი არ არის, თბოიზოლაციაა“, - უთხრა „სამეფო აბანოს“ ადმინისტრატორმა სონია არუთინოვამ რადიო თავისუფლებას. მისი თქმით, აბანოში წყალი ჩამოდიოდა და ამიტომ ერთი კვირის წინ სახურავის გარემონტება გადაწყვიტეს, ახლა კი მერიამ სამუშაოები შეაჩერა.

„ამ აბანოს თავიდან რომ გაუკეთდა რესტავრაცია, მაშინაც მე ვიყავი საქმის მწარმოებელი, ე.წ. „პრარაბი“. 1978-1979 წლებში, პირველ თბილისობაზე აღადგინეს“, - ამბობს დავით სანიკიძე, აბანოს სახურავზე მომუშავე ხელოსნების ჯგუფის ხელმძღვანელი, - „10 წელია აბანო ისევ ჩვენ გვიკავშირდება. კერძო პირები ვართ, პერიოდულად ვატარებთ ამ სამუშაოებს. პირველად კი არ ვაკეთებთ ასე, ას კვადრატულ მეტრამდე უკვე გამოცვლილი გვაქვს, ახლა ორმოცი კვადრატული უნდა გამოვცვალოთ. ჯერ სპეციალური თერმოიზოლაცია ესხმება, შემდეგ ორ შრედ ტოლი მოდის. სულ ბოლოს ქართული, ძველი აგურით მოპირკეთდება. ნაყიდი გვაქვს უკვე აგური. ძველი შენობა დაშალეს ავლაბარში და იქ ვიყიდეთ 1500 ცალი. ახლა მხოლოდ საწყისი ფენაა დასხმული“.

სანიკიძე ამბობს რომ სამუშაოებისთვის იტალიურ „პრაიმერს“ იყენებდნენ და არა გუდრონს. სამშენებლო ტერმინების მოკლე განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, გუდრონი არის ბლანტი სითხე ან მყარი ასფალტისებრი შავი პროდუქტი, რომელიც რჩება ნავთობისგან სათბობი და საზეთი ფრაქციების გამოხდის შედეგად.

ვრცლად

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.