გუბერნატორი: დონეცკს დღეში 1500-დან 2 500-მდე ბომბს ესვრიან

დონეცკის გუბერნატორი ამბობს, რომ რეგიონს დღეში საშუალოდ 1 500-დან 2 500-მდე ჭურვითაა და რაკეტით ბომბავს. მისი სამიზნე კი კრიტიკული მნივნელობის ინფრასტრუქტურაა, რათა მოქალაქეებს ზამთარში იქ დარჩენა კიდევ უფრო გაუჭირდეთ.
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონი, რომლის 57 %-იც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, 2014 წლის შემდეგ ფრონტის ხაზია. მაშინ პრორუსმა სეპარატისტებმა რეგიონის დედაქალაქზე და ბევრ სხვა დიდ ქალაქზე დაამყარეს კონტროლი.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, სწორედ ამ რეგიონში იყო ყველაზე სასტიკი და განგრძობითი ბრძოლების დიდი ნაწილი.
“მტერი რეგიონს 1500-2500 ჭურვს ესვრის დღეში. მისი დაბომბვა ყოველდღიურია, მძიმე და მასშტაბური”, – ამბობს გუბერნატორი ვადიმ ფილაშკინი. მისი თქმით, ერთი კვირის წინ სწორედ რუსული დაბომბვების გამო აუცილებელი გახდა რეგიონში დარჩენილი ერთ-ერთი ფუნქციონირებადი ენერგოსადგურ კურახოვის დაკეტკვაც.
“მტერი ცდილობს კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა გაანადგუროს, რათა ხალხს ზამთარში ამ რეგიონში დარჩენა კიდევ უფრო გაუჭირდეს”, – ამბობს გუბერნატორი. მან ავდიივკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ქალაქის 95-98 % განადგურებულია. “მტერმა გასული ერთი თვის განმავლობაში ავდიივკას 200 მართვადი საჰაერო ბომბი დაუშინა. ისინი მას სრულად ანადგურებენ”.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქალაქში 1000-ზე ნაკლები მცხოვრები რჩება, რომელთაც გამუდმებით სთხოვენ ტერიტორიის დატოვებას.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)