გრეტა გერვიგი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება

ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი 2024 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს.
“ჩემთვის, როგორც სინეფილისთვის, კანი ყოველთვის იყო კინოს უნივერსალური ენის მწვერვალი. უცხოებით სავსე, ბნელ კინოთეატრში სრულიად ახალი ფილმის ნახვა ჩემი საყვარელი საქმიანობაა. უდიდესი პატივია კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეობა”. – ამბობს გერვიგი.
გერვიგის ბოლო ფილმმა ბარბიმ მსოფლიო კინოგაქირავებაში 1.4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ამ დროისთვის რეჟისორი Netflix-თან ნარნიის ქრონიკების 2 ახალ ფილმზე მუშაობს.
2024 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 14 მაისს დაიწყება და 25 მაისს დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”