გიორგი წულაიას, რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან, 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

“ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, გიორგი წულაია, რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, მოსამართლე ნინო ენუქიძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
ენუქიძემ წულაიას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრო წულაიას მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
გიორგი წულაიას რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.