არქივი17 აპრილი, 2024, 11:39
გიორგი ქვილითაია: ევროპა საქართველოს არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ერთმანეთის მიყოლებით საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს ათავსებენ სოციალურ ქსელში.
მიმდინარე პროცესებს ამჯერად ინსტაგრამის "სთორის" მეშვეობით გიორგი ქვილითაია ეხმაურება.
ქართველი სპორტსმენი ღიად წერს, რომ საქართველოს არჩევანი ევროპაა.
"ევროპა საქართველოს არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის", - წერს გიორგი ქვილითაია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.