ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი სუხიტაშვილი: ჩემს სიძეს დაესხნენ თავს. ვინმე შეშინდება? არა და ვერ შეაშინებთ!

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი თავის სიძეზე, ნოდარ ჩაჩანიძეზე თავდასხმას ეხმაურება:

“ახლა ტელევიზიით გავიგე, რომ ჩემი ოჯახის წევრს, ჩემს სიძეს დაესხნენ თავს (ვესაუბრე, ნორმალურადაა).

ამით რისი მიღწევა გინდათ? ვინმე შეშინდება? არა და ვერ შეაშინებთ! უფრო მეტ ადამიანს რომ აბოროტებთ და იმტერებთ, ვერ ხვდებით? მგონია, რომ ადრე თუ გვიან ჩემთანაც მოხვალთ სადმე და დამხვდებით, მიზეზის მოგონება არ გაგიჭირდებათ.

არავის არ ეშინია დახვედრით, გააზრებული და გათავისებული მაქვს ის, რომ ვიღაცას არ მოვეწონები! ხო არც გაგინებთ არც რამე სხვას.

თქვენ კიდევ, ხალხო, თუ იდიოტები არა ხართ, უნდა ხვდებოდეთ, რა ნეხვშიც ვართ, არ გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ, ყველამ კარგად იცით! მე მზად ვარ კაი ცემა ავიტანო, ამიტანია კიდეც, მეტსაც გეტყვით - დიდი პატივი იქნება ჩემთვის.“ - წერს გიორგი სუხიტაშვილი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.