გიორგი მშვენიერაძე – არგუმენტი „გამჭვირვალობის” შესახებ მხოლოდ პროპაგანდისტული ფარია, შენიღბვა იმ ნამდვილი მიზნების, რაც ხელისუფლებას გააჩნია: ორგანიზაციების გაჩუმება – თავს ნუ მოვიტყუებთ!

არგუმენტი „გამჭვირვალობის“ შესახებ, არის მხოლოდ პროპაგანდისტული ფარი, შენიღბვა იმ ნამდვილი მიზნების, რაც გააჩნია ხელისუფლებას. ეს მიზნებია, საქართველოში დემოკრატიის დამცველი, მოქალაქეების დამხმარე ორგანიზაციების გაჩუმება , – ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე” ხელისუფლების მიერ დაინიცირებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ამას აკეთებდა ც.
ერთგვარ ცრუპენტელა ჯამბაზად ჩამოყალიბდა. რასაც აკეთებ, ეს არ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის და პატიოსანი მოხელის ქცევა. დავიწყოთ იმით, რომ არგუმენტი გამჭვირვალობის შესახებ, არის მხოლოდ პროპაგანდისტული ფარი, შენიღბვა იმ ნამდვილი მიზნების, რაც გააჩნია ხელისუფლებას. ეს მიზნებია, საქართველოში დემოკრატიის დამცველი, მოქალაქეების დამხმარე ორგანიზაციების გაჩუმება. მიზანია, რომ კრიტიკული მედია, რომელსაც არ შეუძლია ამ ქვეყანაში მოიპოვოს ფინანსები ბიზნესიდან, რადგან ბიზნესს სრულად აკონტროლებს „ქართული ოცნება“, გაჩუმდეს, იმიტომ, რომ მას აღარ ექნება ფული.
თავს ნუ მოვიტყუებთ ნურავინ, ხელისუფლებას რომ დეკლარაციის შევსება უნდოდეს, მაშინ ხელისუფლება არ გულისხმობს მამუკა მდინარაძეს, ხელისუფლებაა შემოსავლების სამსახური და ჩვენ დეკლარაციებს ვავსებთ. ხელისუფლება მამუკა მდინარაძე კი არაა, ხელისუფლება სახელმწიფო ინსტიტუტებია. პრობლემა არის ის, რომ იმას, რასაც მამუკა მდინარაძე აკეთებს, აკეთებდა პუტინი, თუ რა მიიღო შედეგად, დეკლარაციები შევსებული NGO-ები მიიღო საკუთარ ქვეყანაში თუ გაუქმებული სამოქალაქო საზოგადოება, შეუძლია გადახედოს ბატონმა მდინარაძემ. მაგრამ ცხადია, მან ეს კარგად იცის, რადგან როცა ვატარებთ, ერთი-ერთში ემთხვევა იმას, რასაც ლაპარაკობდნენ რუსი პოლიტიკოსები, როცა მსგავს რეგულაციებს იღებდნენ რუსეთში“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ