გიორგი ვაშაძე ოპოზიციის ჩრდილოვან კაბინეტზე – ივანიშვილის პარტიას ვურჩევ, ტყუილების გამოგონებას საქმეს მიხედოს

ივანიშვილის პარტიას ვურჩევ, ტყუილების გამოგონებას საქმეს მიხედოს, – ასე პასუხობს ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმულ კითხვას .
მისივე თქმით, ტყუილი არის „ქართული ოცნების“ ხელწერა.
„მთავარი კითხვაა, რატომ არის ამდენი უმუშევარი 12 წლის მანძილზე ქვეყანაში? ახლა ქუთაისში ვართ და რატომ დაიცალა ქალაქი, რატომ წავიდა ხალხი ემიგრაციაში? ტყუილების გამოგონებას ერთხელ მაინც საქმეს მიხედონ. ტყუილი არის ივანიშვილის პარტიის ხელწერა.
რაც შეეხება კოალიციის ფორმირების საკითხს, ვაშაძის თქმით, „ყველაფერი ხალხის ხელშია და როგორც ხალხი გადაწყვეტს, ისე იქნება ყველაფერი“.
„მთავარი კოალიცია იქნება ქართველ ხალხთან ერთად, როცა ჩვენ იმ ევროპულ და ამერიკულ ინვესტიციებს, რომელსაც კარს უღობავს ივანიშვილის პარტიამ შემოვიყვანთ ქვეყანაში, შევქმნით მაღალანაზღაურებად ადგილებს. ქუთაისში ვართ და გელათს ვერ მიხედეს. ელექტრომანქანების ქარხნის პრეზენტაციაზე ორჯერ იქნებოდით ალბათ, რომელიც მილიონი ლარი დაუჯდა „ოცნებას“ და ერთი სამშენებლო მანქანაც კი არ შესულა, ახლაც ძროხები დადიან იმ ტერიტორიაზე. შეეშვან ტყუილებს და მიხედონ საქმეს, “- განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს. შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ს, საგარეო საქმეთა მინისტრად ან განიხილება, თავდაცვის მინისტრად ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე .

ასევე დაგაინტერესებთ