გიორგი გახარია ასახელებს მიზეზს, რის გამოც მისი პარტია საპარლამენტო მანდატებს ინარჩუნებს

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა “ტვ პირველის“ გადაცემა, “დღის ამბების“ ეთერში განაცხადა:
„საპარლამენტო მანდატებს იმისთვის ვინარჩუნებ, რომ მე პოლიტიკურ ცხოვრებაში მქონდეს დამოუკიდებლობა და ის, რაც ჩვენ მოქალაქეებმა მოგვანიჭეს იმის ნაწილი მაინც, დაფინანსების სახით რომ მივიღოთ, რომ არ ვიყოთ დამოკიდებულები ბანკირებზე, ფინანსურ ჯგუფებზე, კონკრეტულ ტელევიზიებზე, რომლების უკანაც კონკრეტული პარტიები, ბანკები, ფინანსური ჯგუფები დგანან, არ ვგულისხმობ არავის. ჩემთვის ეს დამოუკიდებლობა არის მნიშვნელოვანი. ამით შემდგომი ბრძოლებისთვის ვემზადები და ვიღაცას თუ ბევრჯერ უფრო მეტი ფული აქვს, ღმერთმა შეარგოს“

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან