გიორგი ბოტკოველი – რატომ ძვირდება საქართველოში პური, როდესაც ჩვენს სამეზობლოში, პურის ყველაზე დაბალი ფასია? – გამოსავალი ერთ რამეშია – უნდა დავასრულოთ ივანიშვილის მაფიოზური ხელისუფლების მმართველობა

რატომ ძვირდება საქართველოში პური, როდესაც ჩვენს სამეზობლოში, ყველაზე დაბალია პურის ფასი? – კითხვის პასუხი და მთავარი გამოსავალი არის სწორედ ერთ რამეში – 2024 წლის 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ ივანიშვილის მაფიოზური ხელისუფლების მმართველობა, რომელიც ყოველდღიურად ზრდის ქვეყანაში პროდუქტებზე ფასებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მიმართულების მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ყოველდღიურად ხვდება სურსათის გაძვირებული ფასები.
„ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ყოველდღიურად ვხედავთ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას და ვისმენთ განცხადებებს, სადაც პირდაპირ დასცინიან ქვეყნის მოსახლეობას. საუბრობენ, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, ქვეყანაში ეკონომიკა ვითარდება, ხალხი უკეთესად ცხოვრობს, მცირდება სიღარიბე, თუმცა რეალობა სულ სხვაა!
ვხედავთ ყოველდღიურად მაღაზიებში გაძვირებულ ფასებს, რასაც ვერ უმკლავდება ქვეყნის მოსახლეობა. პასუხი ხელისუფლების მხრიდან არის ერთი: „არა ეს ყველაფერი არის ტყუილი, ამაზე საუბრობს მხოლოდ ოპოზიცია და რეალობა სულ სხვაა“.
ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, როდესაც სურსათის მაღაზიაში შედის, ყოველდღიურად ხვდება გაძვირებული ფასები სურსათზე. ამ ყველაფრის მთავარი შემქმნელი არის ის დამოკიდებულება და ის მმართველობა, რომელიც ჩამოაყალიბა ივანიშვილმა მთელი ამ წლების განმავლობაში.
რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოვისმინეთ და ვნახეთ, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი თანამდებობის პირის, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის შეხვედრა ოკუპანტი ქვეყნის კარის ბიზნესმენთან, სადაც საუბარი იყო ფქვილზე და ქვეყანაში პურის ფასზე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარეობს მიზანმიმართული საქმიანობა საკუთარი თავების გამდიდრებისთვის და არა რეალურად ზრუნვა ქვეყნის მოსახლეობისთვის და მათი პირობების გაუმჯობესებისთვის.
დღეს საქართველოში პურის ფასი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩვენს სამეზობლოში, უახლოეს სამეზობლოში, რაც რეალურად განაპირობა იმ მონოპოლიამ და მაფიოზურმა დამოკიდებულებამ, რომელიც ჩამოაყალიბა ივანიშვილის პარტიამ“, – განაცხადა ბოტკოველმა.
ამასთან მისივე თქმით, „ქართული წარმოებული ხორბალი უკიდურეს ნიშნულზეა დაცემული, რის რეალიზაციასაც ვერ ახერხებს ქართველი ფერმერი, თუმცა პურის ფასი სულ უფრო და უფრო იზრდება“.
„მე მაქვს კონკრეტული კითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, სთან, მდინარაძესთან, ვოლსკისთან და ხელისუფლების ყველა წარმომადგენელთან – რატომ ძვირდება საქართველოში პური, როდესაც ჩვენს სამეზობლოში, ყველაზე დაბალია პურის ფასი? ეს არის რეალურად ის ფონი, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ, რათა ეს ქვეყანა, ერთხელ და სამუდამოდ დაიცალოს იმ მოსახლეობისგან, რომელმაც რეალურად ამ ქვეყანაში უნდა შექმნას დოვლათი.
ველოდებით პასუხს კითხვაზე, თუმცა ამ კითხვას, რა თქმა უნდა, არ ექნება პასუხი. კითხვის პასუხი და მთავარი გამოსავალი არის სწორედ ერთ რამეში – ჩვენ ყველამ, 2024 წლის 26 ოქტომბერს უნდა დავამთავროთ და დავასრულოთ ივანიშვილის მაფიოზური ხელისუფლების მმართველობა, რომელიც რეალურად ყოველდღიურად ზრდის ქვეყანაში ფასებს პროდუქტებზე, უბიძგებს მოსახლეობას, რომ წავიდნენ ემიგრაციაში და ზრდის ფასებს, რომელი ფასებიც ყოველდღიურად პრობლემას უქმნის და უქმნის მოსახლეობას!“ – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …