„ნაციონალური მოძრაობის”, მიხეილ საკაშვილის და ქართველი ხალხის სახელით გამოვხატავთ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინის გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაცაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
როგორც ბარამიძემ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ უკრაინა დაამყარებს სამართლიან მშვიდობას.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ კიევში და ჩვენს ძმებს, უკრაინელ ხალხს არამარტო მივულოცოთ დამოუკიდებლობის დღე, არამედ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“ და უამრავი თანამოქალაქის სოლიდარობა. მინდა ვუთხრათ მათ, რომ ჩვენ ვართ თქვენთან. უკრაინის გამარჯვება მიგვაჩნია საქართველოს გამარჯვებად და დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინა დაამყარებს სამართლიან მშვიდობას, ჩვენს რეგიონშიც პუტინს მიეხედება და უფრო ადვილად მიეხედება პუტინის მეხუთე კოლონას საქართველოში,” – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
