გიორგი ბარამიძე – „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ საკაშვილის და ქართველი ხალხის სახელით გამოვხატავთ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ – უკრაინის გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაცაა

„ნაციონალური მოძრაობის”, მიხეილ საკაშვილის და ქართველი ხალხის სახელით გამოვხატავთ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინის გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაცაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
როგორც ბარამიძემ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ დაამყარებს სამართლიან მშვიდობას.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ კიევში და ჩვენს ძმებს, უკრაინელ ხალხს არამარტო მივულოცოთ დამოუკიდებლობის დღე, არამედ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“ და უამრავი თანამოქალაქის სოლიდარობა. მინდა ვუთხრათ მათ, რომ ჩვენ ვართ თქვენთან. უკრაინის გამარჯვება მიგვაჩნია საქართველოს გამარჯვებად და დარწმუნებულები ვართ, რომ დაამყარებს სამართლიან მშვიდობას, ჩვენს რეგიონშიც პუტინს მიეხედება და უფრო ადვილად მიეხედება პუტინის მეხუთე კოლონას საქართველოში,” – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს