გიორგი ახობაძის ყოფილი მოსამართლე უზენაესში დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული გიორგი ახობაძის საქმის ყოფილი მოსამართლე, მიხეილ ჯინჯოლია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა. 5 აგვისტოს გამოცემულ დოკუმენტს ხელი მოაწერა საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.
მიხეილ ჯინჯოლია პროევროპული აქციების აქტიური მონაწილის, ექიმ გიორგი ახობაძის საქმეს აღარ განიხილავდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. საქმე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს დაეწერა, რომელმაც ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ „შემდეგ ეტაპზე“, რაც პარლამენტისთვის დასამტკიცებლად კანდიდატის წარდგენას გულისხმობს, ვერ გადავიდნენ მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი: ივერი აბაშიძე, ლიანა კაჟაშვილი, ეკატერინე კულულაშვილი და ლაშა თავართქილაძე.
მიხეილ ჯინჯოლიამ განიხილა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს საქართველოში უკანონო გზით შემოსვლის საქმეც. მისი გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობაში გაატარებს 12,5 წელს.
მანვე გაასამართლა კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი უჩა აბაშიძე და მისი ცოლი მარიამ იაშვილი. ისინი გაასამართლეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით.
უზენაესი სასამართლო 28 მოსამართლისგან შედგება. ამ ინსტანციაში 26 უვადო მოსამართლეა და 26-ვე „ქართული ოცნების“ მიერ არის დანიშნული.