გიგი უგულავა: სამება გააკეთა და გელათს ანგრევს აგერ
ვინ გადარჩენია ამ ქვეყანაში რამე რისხხვას? – რა, ამას მოერიდებიან რომ სამება გააკეთაო? – სამება გააკეთა და გელათს ანგრევს აგერ,” – განაცხადა გიგი უგულავამ 27 თებერვალს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “რეაქციის”ს ეთერში, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი რისხვას ვერ გადაურჩება და მისი დანდობა არ იქნება.
“ივანიშვილის დანდობა არ იქნება, მისი დანდობა იქნება მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში – როცა წააგებს არჩევნებს და აღიარებს, თუ ის ამას არ იზამს, მისი დანდობა არ იქნება.
შეუძლებელია, ადამიანი რუსეთში მიგათრევდეს, არჩევნებს გიყალბებდეს, გცემდეს, ეს დიდი ხანი ვერ გაგრძელდება, მაშინ რუსეთი უნდა ვიყოთ”- თქვა გიგი უგულავამ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.