ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია ჯაფარიძე: დღემდე არ წარმოუდგენია გადახდის ქვითარი მარიონეტ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც შვილი მთავრობის მეთაურის თვითმფრინავით წაიყვანა თბილისიდან პენსილვანიაში

გია ჯაფარიძე: დღემდე არ წარმოუდგენია გადახდის ქვითარი მარიონეტ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც შვილი მთავრობის მეთაურის თვითმფრინავით წაიყვანა თბილისიდან პენსილვანიაში
"12 წელი უწყვეტად რუსული პროპაგანდა აბრალებდა 19 მილიარდის მოპარვას.
19 მილიარდის მოპარვას.
12 წელი კერავდნენ საქმეს და ბოლოს მიუსაჯეს 9 მილიონის გაფლანგვაზე.
გაფლანგვაზე და არა მოპარვაზე. 9 მილიონის და არა 19 მილიარდის.
ოღონდ გრიფს არ ხსნიან დოკუმენტებს, არ ასაჯაროებენ. არ ასაჯაროებენ იმავე კანონით თვითონ რამდენს ხარჯავს ქოც-ელიტა.
სახიფათო შემთხვევა დაუშვა რეჟიმმა. ნებისმიერი ქოცი და ნებისმიერი თანამდებობის პირი შეიძლება გასამართლდეს ამ პრეცედენტული გადაწყვეტილების საფუძველზე.
ცალკე კიდევ წარმოუდგენელი თანხა, 300 000 ლარი, დააკისრეს გადასახდელად გენერალს, რომელიც საქართველოს 2 პრეზიდენტს იცავდა.
და დღემდე არ წარმოუდგენია გადახდის ქვითარი მარიონეტ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც შვილი მთავრობის მეთაურის თვითმფრინავით წაიყვანა თბილისიდან პენსილვანიაში სკოლაში და ბაკურიანში ტყის მასივი აჩუქა ცოლს", - წერს სოციალურ ქსელში გია ჯაფარიძე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.