ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია ნოდია: ნატა ფერაძეს მკრეხელობა კი არ ჩაუდენია, არამედ, პირიქით, მკრეხელობის ჩამდენები დასაჯა

“ნატა ფერაძეს მკრეხელობა კი არ ჩაუდენია, არამედ, პირიქით, მკრეხელობის ჩამდენები დასაჯა. ობიექტურად ეს ეკლესიის უწმინდურობისგან განწმენდის აქტი იყო.” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი, პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი გია ნოდია.

“თუ ეკლესია სახელმწიფო საქმეებს თავისად მიიჩნევს, თუ მას პრეტენზია აქვს, ერის მორალური ლიდერი იყოს და მის ლიდერებს ჭკუა ასწავლოს, ეკლესიის საქმეებიც ერის განსასჯელი ხდება და ეს სრულიად ნორმალურია. ვინაა მორწმუნე და ვინ – არა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს.” – ამბობს გია ნოდია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.