გია ვოლსკი – ვერავინ შევეჯიბრებით ერთმანეთს ამ თუ იმ ენის სიყვარულში, მაგრამ რეგლამენტშია ჩაწერილი, რომ პარლამენტში ქართულად უნდა ვისაუბროთ

თუ მეგრულს ენად ასახელებთ და ამ თემაზე კამათს აპირებთ, მეჩვენება, რომ გარკვეული მიზნით არის გაკეთებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მ პარლამენტში განცხადებების მეგრულ ენაზე გაკეთებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მისამართით აღნიშნა, რეგლამენტშია ჩაწერილი, რომ პარლამენტში ქართულ ენაზე უნდა ისაუბრონ.
„ყველას მინდა მოგმართოთ, აქ რაზეა ლაპარაკი? – ყველანი გაზრდილები ვართ ამ კულტურაში, საუკუნეებია არც მეგრული და არც სვანური ენები არ დაკარგულა. რადგან იუნესკოშია ეს თემა სამსჯელოდ და მოსავლელად აღებული, ე.ი. მნიშვნელოვანია. ამ თემას მიხედვა უნდა, მაგრამ არსებობს ერთი ტექნიკური ნაწილი, ჩვენ ვერავინ შევეჯიბრებით აქ ერთმანეთს ამ თუ იმ ენის სიყვარულში, რომელსაც ქართველური ენა ჰქვია, მაგრამ რეგლამენტშია ჩაწერილი, რომ პარლამენტში ქართულად უნდა ვისაუბროთ.
თუ მეგრულს ენად ასახელებთ და ამ თემაზე კამათს აპირებთ, მეჩვენება, რომ გარკვეული მიზნით არის გაკეთებული. კამათს აპირებთ და მგონია, რომ ეს ამით არის განპირობებული. დღეს დავუშვათ [განცხადებების მეგრულად და სვანურად გაკეთება], რადგან ვინმემ არ იფიქროს, რომ ვიღაცას ვჩაგრავთ. პროვოკაციის საშუალება არავის უნდა მივცეთ. განსაკუთრებით, პროვოკაციაში გამოცდილ ადამიანებს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.
ძალიან გთხოვთ, ყურადღებით იყავით, ასე ადვილად ნუ ჩაატარებთ ამ საკითხს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს – პირადად მოგეთხოვებათ შენ და შენს დამქაშებს კანონის სრული სიმკაცრით – რუსულად მართვა და ტერორი საქართველოში არ გაგივა! მოემზადე მოსკოვში წასასვლელად

პაველ ჰერჩინსკი – ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი გახდეს – დარჩით ევროკავშირის გზაზე და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ

შალვა პაპუაშვილი – გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც თავისი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს კაცობრიობის უსასტიკეს მტერზე გამარჯვება