გია ვოლსკი – ვაჭრობაზე არაა საუბარი, მითუმეტეს აფხაზეთთან ვაჭრობაზე, საუბარია კანონის პაკეტის რეალიზებაზე, რომელსაც ჰქვია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“

ვაჭრობაზე არაა საუბარი, მითუმეტეს აფხაზეთთან ვაჭრობაზე, საუბარია კანონის პაკეტის რეალიზებაზე, რომელსაც ჰქვია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ – სხდომა იმიტომ იყო დახურული, რომ არანაირი სურვილი არ გვაქვს, ეს თემა ისე იყოს განხილული, როგორც, სამწუხაროდ, ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეს ახასიათებს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, კომიტეტზე საუბარი იყო ომით გახლეჩილი საზოგადოების წარმომადგენელთა ურთიერთობებზე, ასევე ნდობის აღდგენის მიზნით სახალხო დიპლომატიაზე.
„ვაჭრობაზე არაა საუბარი, მითუმეტეს აფხაზეთთან ვაჭრობაზე. საუბარია კანონის პაკეტის რეალიზებაზე, რომელსაც ჰქვია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ომით გახლეჩილი საზოგადოების წარმომადგენელთა ურთიერთობები, ნდობის აღდგენის მიზნით სახალხო დიპლომატია; გარკვეული ბიზნესპროექტების განხორციელების შესაძლებლობა და პერსპექტივები. საუბარია ადამიანებს შორის ურთიერთობებზე. მშვიდობის ფონდს ახლახან კანონით უფლება მიეცა პერსონალური სუბიექტის გარდა დააფინანსოს ბიზნეს სუბიექტი, თუ ასეთი შეიქმნება. მისასალმებელია, რომ ასეთი კარგი კანონპროექტი არსებობს. მომავალში უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. სხდომა იმიტომ იყო დახურული, რომ არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეულ აქტივობას აწარმოებენ და არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ ეს თემა ისე იყოს განხილული, როგორც, სამწუხაროდ, ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეს ახასიათებს, რომ „იქ რაღაც პროცესი მიდის”, რათა არ შეეშალოს ხელი იმ კეთილ წამოწყებას, რომელიც ამ კანონპროექტებშია გათვალისწინებული”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ