გია ვოლსკი ბიუროს სხდომაზე – მაცადეთ! შალვა როგორ ატარებს ხოლმე ასე? ძალიან დავიძაბეთ!

მაცადეთ! შალვა როგორ ატარებს ხოლმე ასე? ძალიან დავიძაბეთ! – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომელსაც დღეს თავად ხელმძღვანელობდა.
ვოლსკიმ სხდომაზე მყოფ დეპუტატებს მიმართა, რომელთა შორის ცხარე კამათი გამოიწვია „უცხოური გალენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების პროცესმა.
ბიუროს დღევანდელ სხდომას სწორედ ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უძღვება, რომელმაც დეპუტატებს სხდომის დაწყებისთანავე მოუწოდა რეგლამენტის დაცვისა და აღნიშნულ საკითხზე კამათისგან თავის შეკავებისკენ.
„უნდა დავასრულოთ ახლა ამ თემაზე მსჯელობა, აღარ შეიძლება! ჩემს მიმართაც რაღაც შეკითხვები იყო და პასუხს გავცემ კიდევ, მაცადეთ! შალვა როგორ ატარებს ხოლმე ასე… ძალიან დავიძაბეთ!

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი: ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულები ვრჩებით არა მხოლოდ კანონპროექტის გამო, რომელიც განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკის გამო, რომელიც “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობისგან გვესმის