ბორის ყურუა: არ გაჩერდნენ მარტო ჩვენზე, ჩემი ოჯახის წევრებს, ბებიაჩემსაც კი დაურეკეს, ბაბუაჩემსაც თუ იპოვიან, შეუძლიათ, რომ მიეწიონ იქ

“გირ­ჩი – მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ წევ­რის, ბო­რის ჩელე ყუ­რუ­ას თქმით, “ოც­ნე­ბის” მა­გი­ნე­ბელ­თა ჯგუფ­მა არა მარ­ტო მას, არა­მედ მის ბე­ბი­ა­საც კი და­უ­რე­კა. ოპო­ზი­ცი­ის წევ­რის გან­ცხა­დე­ბით, ასეთ მდა­ბიო ქმე­დე­ბას მხო­ლოდ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” თუ მო­ი­ფიქ­რებ­და.

“არ გა­ჩერ­დნენ მარ­ტო ჩვენ­ზე, ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­საც და­უ­რე­კეს, ბე­ბი­ა­ჩემ­საც და­უ­რე­კეს, არ ვიცი ბა­ბუ­ა­ჩემ­საც თუ იპო­ვი­ან, თუ ვერ იპო­ვი­ან, შე­უძ­ლი­ათ, რომ მი­ე­წი­ონ იქ, სა­დაც არის. ასე­თი სი­ბან­ძე მარ­ტო “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ შე­ეძ­ლო მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე ამის სა­თა­ვე­ში თუ არ არის, სად­მე მა­ინც არის და სკო­ლა და­უმ­თავ­რე­ბე­ლი კა­ცია მარ­თლა ის, ვინც მო­ი­ფიქ­რებ­და ასეთ სი­ბან­ძეს და იდი­ო­ტო­ბას”, – ამ­ბობს ბო­რის ყუ­რუა. მის კო­მენ­ტარს “ტვ პირ­ვე­ლი” ავ­რცე­ლებს.

შე­გახ­სე­ნებთ, უკვე მე­ო­რე დღეა, რაც უც­ნა­უ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო ნომ­რე­ბით მა­გი­ნე­ბელ­თა არ­მია რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, მათი ოჯა­ხის წევ­რებს, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის აქ­ტი­ვის­ტებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სებს ეს­ხმის თავს – მათ ურე­კა­ვენ და აგი­ნე­ბენ, ეუბ­ნე­ბი­ან, რომ თუ აქ­ცი­ა­ზე გავ­ლენ, ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დე­ბი­ან.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის