დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ

„ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევა ეზოში, სადარბაზოს კარებთან მოხდა.

„სახლთან სოლოლაკში, ეზოში მოხდა. მარტო ვიყავი სახლის კარებთან. მინდა, რომ ყველას ვუთხრა, ჩემს მეგობრებს, რომ ეს რეჟიმი არის დასრულებული, ვერ შეგვაშინებენ, ვერ დაგვაჩოქებენ, ეს არაფერი არ არის, ეს არის მათი აღსასრული. ორი ადამიანი იყო ქუდებით ჩასაფრებული სადარბაზოს კარებთან და ყველაფერი მოხდა ძალიან უცებ. „ქართული ოცნების” მშიშარა „ტიტუშკები” ზუსტად 3 წუთში გაიქცნენ, როგორც გაიქცევიან ქვეყნიდან, ბოლოს ასე დამთავრდება. ეს არის რუსული რეჟიმი“, – განაცხადა „ფორმულას“ ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის