არქივი22 იანვარი, 2026, 02:24
"გთხოვთ პურს“

"გთხოვთ პურს“ - ეს შეტყობინება დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში, ადგილობრივმა მოხუცმა ქალმა თოვლზე უკრაინული დრონებისთვის დაწერა. წარწერა საჰაერო დაზვერვის დროს, დანაყოფი „ფენიქსის“ 19 წლის პილოტმა, მაქსიმმა შეამჩნია. სარდლობისგან ნებართვის მიღების შემდეგ, მან დრონის გამოყენებით ქალს პური და ორცხობილა ჩაუგდო. მოგვიანებით, თოვლზე ახალი წარწერა გამოჩნდა: „მადლობა“. მომხდარის შესახებ ინფორმაცია პოლკოვნიკ ევგენი პიკუსის სახელობის მე-3 სასაზღვრო რაზმმა გაავრცელა. ადგილობრივების ევაკუაცია ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან კონსტანტინოვკა ამჟამად ბუფერულ ზონას წარმოადგენს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.