“გვარდიოლას” “ნაპოლის” გაწვრთნა ვთხოვე, იცით, რა მიპასუხა?” – “პარტენოპეის” ყოფილი ფეხბურთელი

“ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმილიანო ესპოსიტომ Il Mattino-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლას “პარტენოპეის” გაწვრთნა თხოვა.
“ყველანაირად ვცადე, რომ გვარდიოლა “ნაპოლიში” წამოსვლაზე დამეყოლიებინა, თუმცა მითხრა, რომ “მანჩესტერ სიტისთან” მოქმედი კონტრაქტი ჰქონდა”, – განაცხადა ესპოსიტომ.
შეგახსენებთ, პეპ გვარდიოლას “ქალაქელებთან” ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება, ბრიტანული პრესის ცნობით, მანჩესტერული კლუბი ესპანელს კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ შესთავაზებს.
ოცნებობს თურმე წუწურაქ დე ლაურენტისთან მუშაობაზე და 5 მილიონიანი ფეხბურთელებით ევროპის დაპყრობაზე. რა ნაპოლი და გვარდიოლა მაგას რო ხელფასი აქვს იმის მეათედს არ მიცემს დე ლაურენტისი ბაბუა.