ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმან საბო: ოცნების მთელი კამპანია არის თავისი ამომრჩევლის "დუხზე მოყვანის" მცდელობა

ქართული ოცნების ამომრჩეველზე შეხედულებები უნდა დავიაფდეითოთ.

ქართული ოცნების ამომრჩეველი ახლა, უმეტესობა (რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს) დარჩენილია ადმინისტრაციული რესურსი და სხვადასხვა პროგრამით თუ დაშინებით მომაგრებული ადამიანები, იდეოლოგიურად ქართული ოცნების ამომრჩეველი მგონი აღარც კი შერჩა ამ ევროპასთან და ამერიკასთან დაპირისპირების მერე, შეიძლება, რაღაც პროცენტი მინიმუმ.

შესაბამისად, გამოდის, რომ ქართულ ოცნებას ჰყავს რაღაცა ბაზა ამომრჩევლის, რომელიც გარანტირებულად მისია, რადგან ან დაშინებით ან ფულით არის მიბმული, რაღაცა იდეოლოგიურად ცოტათი მობმული ხალხი და დანარჩენი მისი ამომრჩეველი აღარც არის. შესაბამისად, ახალი ამომრჩევლის მოძიების პოტენციალიც არ აქვს, ანუ ტექნიკურად რა უნდა დაგვპირდეს, რაზეც არ ვეტყვით, რომ "გექნათ აქამდე თქვე, კაი ხალხო:.

აქედან გამომდინარე, მთელი წინასაარჩევნო კამპანია, მესიჯბოქსი, რაც ვიხილეთ, არის უბრალოდ თავისი ამომრჩევლისთვის გულის მიცემის და დუხზე მოყვანის მცდელობები... ამას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური გზა არის, რომ დააიგნორო უბრალოდ და აქეთ შექმნა პარალელური პროცესი.

განაცხადა "გირჩის" დეპუტატმა გერმან საბომ TV პირველზე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.