გერმანიის თავდაცვის სამინისტრო – გერმანია უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ სისტემას სასწრაფოდ გადასცემს

გერმანია სასწრაფოდ გადასცემს ს Patriot-ის კიდევ ერთ სისტემას, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.
„გერმანიას სასწრაფოდ მიაწვდის უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს რუსული ავიაციის თავდასხმების მოსაგერიებლად. მას საჰაერო თავდაცვის იმ სისტემებთან დამატებით მივაწვდით, რომელიც [უკრაინას] უკვე გადაეცა და რომელთა გადაცემაც იგეგმება”, – წერს გერმანიის თავდაცვის სამინისტრო.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აღნიშნავს, რომ ბერლინისგან ასევე მიიღებს რაკეტებს უკვე არსებული სისტემებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ