გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას სასწრაფოდ მიაწვდის კიდევ ერთ სისტემა „პეტრიოტს“

გერმანიამ უკრაინისთვის კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პეტრიოტის“ გადაუდებელი გადაცემის შესახებ განაცხადა, – შესაბამის ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
გერმანია დაუყოვნებლივ გადასცემს „პეტრიოტის“კიდევ ერთ კომპლექსს ს რუსული თვითმფრინავების თავდასხმების მოსაგერიებლად. ეს მიწოდება მოხდება დამატებით, იმ სისტემების გარდა, რომელთა გადაცემაც იგეგმება”, – ნათქვამია შეტყობინებაში.
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბარში უკრაინის პრეზიდენტმა მ მადლობა გადაუხადა მას უკრაინისთვის კიდევ ერთი დამატებითი სისტემის და უკვე არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების მიწოდების გადაწყვეტილებისთვის.
“ეს არის ჩვენთვის კრიტიკულ დროს უკრაინის მხარდაჭერის ნამდვილი გამოხატულება. მე მოვუწოდებ პარტნიორი სახელმწიფოების ყველა სხვა ლიდერს, მიბაძონ ამ მაგალითს”, – დაწერა ტელეგრამის არხში უკრაინის პრეზიდენტმა.
ეს იქნება უკრაინისთვის გერმანიის მიერ გადაცემული უკვე მესამე სარაკეტო სისტემა „პეტრიოტი“, რომლის ერთი რაკეტა დაახლოებით 3 მილიონი დოლარი ღირს.
ნატომ მიმდინარე წლის 3 იანვარს განაცხადა, რომ დაეხმარება ალიანსის რიგ ქვეყნებს საჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტის“ 1000 რაკეტის შეძენაში, რათა, ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ მზარდი საჰაერო იერიშების ფონზე, მოკავშირეებმა უკეთესად დაიცვან თავიანთი ტერიტორია.
ნატოს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტომ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ქვეყნების ჯგუფს, მათ შორის გერმანიას, ნიდერლანდს, რუმინეთსა და ესპანეთს, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებისგან, ასევე მტრის თვითმფრინავებისგან დასაცავად განკუთვნილი „პეტრიოტების“ შეძენაში და აღნიშნა, რომ ევროპული სარაკეტო წარმოება გაფართოვდება.

კონტრაქტი 5.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ასევე დაგაინტერესებთ