გაყრა, თუ შეყრა? | ნაციონალურ მოძრაობაში კრიზისი პიკს აღწევს

კრიზისი მთავარ ოპოზიციურ პარტიაში უმაღლეს პიკს აღწევს. ნაციონალურ მოძრაობაში ფაქტობრივად აღარავინ მალავს, რომ პოლიტიკური გაერთიანების წევრები ან უნდა დაყვნენ შიდა უმრავლესობის ნებას და შეუერთდნენ პოლიტიკურ კურსს – ან უნდა დატოვონ პარტია. ფორმალურად გადაწყვეტილება შესაძლოა გამოიყურებოდეს, როგორც ხელის მოწერა ს მანიფესტზე – ან უარის თქმა ხელმოწერაზე. თავად მესამე პრეზიდენტი და პარტიის მოქმედი მენეჯმენტი აშკარა პოლიტიკურ უნისონში არიან და მხოლოდ პარტიის ყოფილი თავმჯდომარის და მისი გუნდის გადაწყვეტილებას ელიან.