გაერთიანებულ სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს მოუსმინეს

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს მოუსმინეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა, დახურულ სხდომაზე, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე, ასევე ინიციატივის ფარგლებში მოქმედი მშვიდობის ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სხდომაზე საუბარი იყო ომით გახლეჩილი საზოგადოების წარმომადგენლების ურთიერთობებზე, ნდობის აღდგენის მიზნით სახალხო დიპლომატიაზე და გარკვეული ბიზნეს-პროექტების განხორციელების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე.
„ახლახან, მშვიდობის ფონდს კანონით მიეცა შესაძლებლობა, რომ პერსონალური სუბიექტის გარდა დააფინანსოს ბიზნეს-სუბიექტი, თუ ასეთი შეიქმნება და ამის პერსპექტივაზე იყო საუბარი. მისასალმებელია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კანონი არსებობს და ჩვენ მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა”, – აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ