ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გადახრილი კორპუსი ვარკეთილში - რისი იმედი უნდა ჰქონდეთ მობინადრეებს?

გადახრილი კორპუსი ვარკეთილში - რისი იმედი უნდა ჰქონდეთ მობინადრეებს?

„გასაღები აღარ ტრიალებს“, „კარი იჭედება“, „ზეთი ტაფის ერთ მხარეს გროვდება“, „კაფელი, იატაკი აიყარა“, „კედლებზე ბზარებია“... - ვარკეთილის 3-ში, 338-ე კორპუსის მცხოვრებლებისთვის მათი სახლის დეფორმაცია წლიდან წლამდე სულ უფრო საგრძნობი ხდება.

პირველი და მეორე ბლოკის სადარბაზოები ერთმანეთის საპირისპიროდ არის გადახრილი - რაც შორიდან კიდევ უფრო შესამჩნევია.

40 წლის წინ აშენებული 9-სართულიანი, 9 სადარბაზოიანი კორპუსის მე-2 სადარბაზოში ხალხი უკვე ორი თვეა ულიფტოდ არის დარჩენილი. ძველის ახლით შეცვლა მუნიციპალიტეტის კონტრაქტორმა კომპანიამ ვერ შეძლო - კედლების მნიშვნელოვანი გადახრის გამო.

სწორედ ამას მოჰყვა მობინადრეთა მორიგი განგაშიც.

თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნით, რომელიც მხოლოდ ზედაპირულ, ვიზუალურ დათვალიერებას ეყრდნობა, კორპუსს კვლავ მეორე ხარისხის ავარიულობა დაუდგინდა - რაც, ამ ეტაპზე, არასაკმარისია ამ კორპუსის ჩასართავად ჩანაცვლების მუნიციპალურ პროგრამაში.

მუნიციპალური ლაბორატორიის ბოლო დასკვნა 12 ივლისს დაარიგეს, როცა 338-ე კორპუსის მცხოვრებლებთან შესახვედრად სამგორის რაიონის გამგებელი - კახა სამხარაძე მივიდა.

ამ შეხვედრას რადიო თავისუფლებაც ესწრებოდა.

ვრცლად

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.