ბურჭულაძემ და ზოდელავამ კი, მე – არაო

ბურჭულაძემ და ზოდელავამ კი, მე – არაო
“ხალხი ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას განცხადებას ეხმიანება. ახალაია, თენგო გოგოტიშვილთან ინტერვიუს დროს, ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავდა თუ არა, ამ ადამიანებთან, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად, სახელმწიფოს გადატრიალებას? – ახალაია პასუხობს, “ეგ ხალხი რასაც აკეთებდა იმ საქმეში მე არ ვმონაწილეობ”.
მეგრელიშვილმა ახალაიას პასუხი მიიჩნია იმის დასტურად, რომ ბურჭულაძე და ზოდელავა ნამდვილად გეგმავდნენ სახელმწიფოს გადატრიალებას, ხოლო თვითონ არა. “ბურჭულაძემ და ზოდელავამ კი, მე – არაო”- წერს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს