ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იმართება

21 მარტს ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები ბრიუსელში საგაზაფხულო სამიტს მართავენ.
ორდღიანი შეხვედრის მთავარი თემებია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა და ევროპის სამხედრო მრეწველობის გაძლიერება.
სამიტში სტუმრის სტატუსით მონაწილეობს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.
უკრაინის პრეზიდენტი სამიტის მონაწილეებს ტელეხიდის საშუალებით მიმართავს.
გასულ შაბათ-კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ საერთო სამხედრო დახმარებაზე, რომელიც ხუთ მილიარდ ევროს მოიცავს.
გერმანიამ დამატებით, უკრაინის დახმარების ჯგუფის ჩარჩოებში, 500 მილიონი ევრო გამოუყო ს ამუნიციის გადაუდებელი საჭიროებისთვის.
სამიტზე იმსჯელებენ ს გაყინული აქტივების უკრაინისთვის მოხმარების ფორმების საკითხზე.
მოელიან, რომ ღაზის სექტორში ომის შესახებ ერთობლივ განცხადებას წარსული სამიტის მსგავსად, ვერ მიიღებენ. კამათის მთავარი თემაა, ვის დაეკისროს პასუხისმგებლობა ღაზის სექტორში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებისთვის.
ს მიმართ მკაცრი ფორმულირების მომხრე განსაკუთრებით ესპანეთი და ირლანდია არიან. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა განცხადება, რომლითაც ისრაელის უკმაყოფილება გამოიწვია. ბორელის თანახმად, “ომის წინ ღაზის სექტორი იყო უდიდესი საპატიმრო ღია ცის ქვეშ და ახლა ის უდიდესი სასაფლაოა ღია ცის ქვეშ“.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა კაცმა უარყო ამგვარი შედარება.
ბრიუსელის სამიტზე იმსჯელებენ პოლონელი და ჩეხი ფერმერების უკმაყოფილების მიზეზებზე, ასევე – ბირთვული ენერგიის ადგილზე ევროპის ენერგეტიკულ პოლიტიკაში.