ბრიტანეთის პრემიერი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და მხარდაჭერა გამოუცხადა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისისი ცნობით, პრემიერი კირ სტარმერი უკრაინის პრეზიდენტ ს ტელეფონით ესაუბრა და “უკრაინის დემოკრატიულად არჩეული ლიდერის” მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
განცხადების თანახმად, სტარმერმა უთხრა ზელენსკის, რომ “სავსებით გონივრულია ომის დროს ს შეჩერება, როგორც ეს დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა” მეორე მსოფლიო ომის დროს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და თქვა, რომ ს შეთანხმების მიღწევა მანამდე შეეძლო. ტრამპმა ეს განცხადება 18 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში ს დელეგაციების შეხვედრა დადებითად შეაფასა, უკრაინას კი ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.
მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის “დიქტატორი” უწოდა და “ურჩია”, “სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყნის გარეშე დარჩება”.